ხაჩიძეთა საგვარეულო კავშირი

4 ივნისს 15.00 საათზე „ხაჩიძეთა საგვარეულო კავშირი“ აწყობს მსვლელობას საგვარეულო ხატით მეტეხის ხიდიდან (აბო თბილელის ტაძრიდან) სამების საკათედრო ტაძრისაკენ. მსვლელობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურვე სრულად


მოგესალმებათ ხაჩიძეების საგვარეულო კავშირი

ხაჩიძეთა პირველი საგვარეულო შეკრება შედგა 2001 წლის 28 აპრილს თბილისში, “წიგნის სახლში”, რომელსაც 150-მდე კაცი დაესწრო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. შეკრებილთ გვარის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია გააცნო პროფესორმა ლევან ფრუიძემ.

უმრავლესობისათვის მოულოდნელი იყო ცნობა იმის თაობაზე, რომ ხაჩიძეების გვარი მრავალრიცხოვნად ითვლება და ამ ნიშნით, საქართველოში გავრცელებულ 1100 დიდ გვარს შორის, იგი 59-ე ადგილს იკავებს (თუ გვარი 1000-ზე მეტ ადამიანს ითვლის, იგი დიდად ითვლება).

სიტყვაში გამომსვლელებმა ისაუბრეს თავიანთ რეგიონებში ამ გვარის წარმომადგენელთა განსახლებასა და სქმიანობაზე. გამოითქვა წინადადებები და სურვილები საგვარეულოს ძალებითU მომავალში შესასრულებელ საკითხებზე.

შესრულდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა საგვარეულო შეკრებაზე გვარების დალოცვის თაობაზე. ამ დღეს ხაჩიძეები მამა იაკობმა დალოცა.

“წიგნის სახლის” შემდეგ, კინორეჟისორ თენგიზ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, რამდენიმე შეკრება ჩატარდა კინოსტუდიის შენობაში. ჩამოყალიბდა გამგეობა, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზურაბ ხაჩიძე, სასოფლო-სამეურნეო ინტიტუტის ლექტორი. დაისახა სამომავლო ამოცანები.

იმავე, 2001 წლის 28 ივლისს ხარაგაულის რაიონის სოფელ წაქვაში, ანუ იქ, საიდანაც, სავარაუდოდ, წამოსულია ეს გვარი, შეიკრიბა საქართველოს სხვადასხვა კუთხის 500-მდე წარმომადგენელი. თავშეყრის მიზანი იყო წინაპართათვის პატივის მიგება და მათ შთამომავალთა ურთიერთდაახლოება (ამ შეკრების მონაწილეთ ვთხოვთ მოგვაწოდონY მასალები, უფრო ფართოდ მისი ასახვისათვის).

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 2009 წლის 29 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა საგვარეულოს მორიგი შეკრება, რომელზეც გამოითქვა სურვილი საგვარეულო კავშირის ოფიციალურად (იურიდიულად) ჩამოყალიბებაზე. დასახელდა გამგეობის ახალი წევრები. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით ანგულის ძე ხაჩიძე. გამგეობამ განიხილა კავშირის წესდების პროექტი და საბოლოო სახე მისცა მას.

სასიხარულო იყო, რომ იმ დღეს (2009 წლის 29 ნოემბერს) დაემთხვა სამების საკათედრო ეზოში სამი დიდი გვარის (ბერიძე, გელაშვილი, მაისურაძე) მიერ მუხის დარგვა, როგორც მომავალში საგვარეულო ტყეების გაშენების სიმბოლო.

ამ ფაქტის გამოძახილი იყო 2009 წლის 27 დეკემბერს, ხაჩიძეთა კავშირის სახელით, გარდაბნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის (წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ ხაჩიძე) ეზოში 7 ძირი მუხის, 5 ძირი მუშმალისა და 5 უეკლო მაყვლის დარგვა.

ნერგები კავშირს შემოსწირა გვარის უხუცესმა წარმომადგრნელმა, რუსთავის მკვიდრმა ბატონმა რობერტ ხაჩიძემ. ხეების დარგვის ორგანიზება ითავა გამგეობის წევრმა ალექსანდრე ხაჩიძემ.

იმედს გამოვთქვამთ, ერთობლივი ძალებით საგვარეულო ტყის გაშენებასაც შევძლებთ და სხვა მრავალ სასიკეთო საქმესაც აღვასრულებთ.

გთხოვთ, აქტიურად ჩაერთოთ კავშირის საქმიანობაში და, თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად, მიიღოთ მონაწილეობა ამ უდიდეს ეროვნულ მოძრაობაში.